25 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
თბილისის აეროპორტში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე დააკავეს,-ინფორმაციას შს სამინისტრო ადასტურებს.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც ბრალი ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული იგი 2013 წლიდან საქართველოში არ იმყოფებოდა.

ბაქრაძე თბილისში, ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ - გამოძიებასთან სათანამშრომლოდ და ჩვენების მისაცემად დაბრუნდა. 

,, ზაზა ბაქრაძე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას,"-განაცხადეს შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

2004 წელს ზაზა ბაქრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა - იგი თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო.

ბაქრაძეს 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

დღის ამბები