21 ოქტომბერი 2020,   17:06
ვრცლად
სუს-ში საკრებულოს დაკავებულ დეპუტატთან ადვოკატი მივიდა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძის მოსანახულებლად მისი ადვოკატი მივიდა. უფლებადამცველი გიორგი ქუმსიშვილი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ცოტა ხნის წინ შევიდა.

ადვოკატს ჟურნალისტებთან საქმის დეტალებზე არ უსაუბრია. ის, სავარაუდოდ, საქმის დეტალებს ამ წუთებში ეცნობა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თემურ გორგაძე უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. დადგენილია, რომ გორგაძე 7000 დოლარის სანაცვლოდ, მოქალაქეს პატიმრის ნათესავის გათავისუფლებას პირდებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები