25 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
ეკა მიშველაძის ,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველის სხდომა გაიმართა

სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების საქმის განხილვა დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საზოგადოებრივი მაუწყებელი საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ უკანონოდ სცნო ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება და მისთვის კომპენსაციის გადახდა საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისრა. პროცესის დასრულების შემდეგ მოსარჩელე მხარეს კომენტარი აღარ გაუკეთებია.

ეკა მიშველაძე კი სასამართლოსგან დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მორიგი სხდომა 19 აპრილს ჩაინიშნა.

,,არანაირი არგუმენტი არ აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს. სხდომა ძალიან სამართლიანად წარიმართა, ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა მოსამართლეების მხრიდან. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“-განაცხადა ეკა მიშველაძემ.

დღის ამბები