20 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 17 დღით ადრე ვლადიმერ პუტინი სათათბიროს ორივე პალატის წინაშე  ანგარიშით წარდგა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 17 დღით ადრე ვლადიმერ პუტინი სათათბიროს ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. ის ორი საათის განმავლობაში საუბრობდა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევასა და ტექნოლოგიური წინსვლის აუცილებლობაზე.

გამოსვლის მეორე ნაწილი კი მთლიანად დასავლეთის კრიტიკას და ბირთვული შეიარაღების განვითარებაში მიღწევებზე საუბარს დაუთმო. მან აუდიტორიას ახალი მოდელის რაკეტების ვიდეო რგოლები აჩვენა და განაცხადა, რომ მათი ანალოგი სხვა ქვეყნებს არ აქვთ.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ახალი მოდელები ადვილად მანევრირებენ და ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში შეღწევაც შეუძლიათ.

დღევანდელი მიმართვა ვლადიმერ პუტინისთვის რიგით მეთოთხმეტე იყო და კრემლის ნაცვლად მანეჟის საგამოფენო ცენტრში ჩატარდა, რაც პირველი შემთხვევაა.

დღის ამბები