25 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრექსიტის გეგმას ხვალ ევროკავშირს გააცნობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრექსიტის გეგმას ხვალ ევროკავშირს გააცნობს. ტერეზა მეი ბრიუსელში სიტყვით გამოვა და ილაპარაკებს სავაჭრო გარიგებებსა და სადავო საკითხზეც- ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო რეგულაციების გაკონტროლებაზე, რასაც ევროკავშირი სთავაზობს.

ბრიტანეთისთვის ეს გეგმა მიუღებელია. ტერეზა მეიმ ისიც განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან საბაჟო პუნქტების განთავსება ბრიტანეთის კონსტიტუციურ ინტეგრაციას საფრთხეს შეუქმნის. ტერეზა მეიმ დღეს რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიღო. დონალდ ტუსკმა მას ბრექსიტის შემდგომი პერიოდის სავაჭრო ურთიერთობებზე უკეთესი გეგმის მომზადება შესთავაზა.

დღის ამბები