კატალონიის პარლამენტმა კარლეს პუჩდემონი ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტად აღიარა. დეპუტატების გადაწყვეტილება სიმბოლური იქნება, რადგან პუჩდემონი კატალონიაში არ ცხოვრობს და ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება.
მან პრეზიდენტის უფლებამოსილებები სხვა კანდიდატს უნდა გადააბაროს.
დეკემბერში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ კატალონიის საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველი სესია გაიმართა.