20 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
გაუსაძლისი ყინვა ევროპაში - გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი

ევროპის ქვეყნებში დიდთოვლობა და გაუსაძლისი ყინვა გრძელდება. უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ავიამიმოსვლას. დუბლინის აეროპორტში დღეს ყველა რეისი გადაიდო, ჟენევის აეროპორტი კი დროებით დაიხურა.

შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობაც. უკვე 24 საათზე მეტია, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეს მახლობლად მაგისტრალზე 2 ათასი მანქანაა ჩარჩენილი.

გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობაც, მათ შორის ყველაზე მეტი, 21 ადამიანი გაუსაძლის ყინვას პოლონეთში ემსხვერპლა.

დღის ამბები