20 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
იანუკოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა და ტრამპის ყოფილ მრჩეველთა კავშირებზე ისაუბრა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ტელეკამერების წინ გამოჩნდა. ვიქტორ იანუკოვიჩმა მოსკოვში პრეს-კონფერენცია გამართა. იანუკოვიჩმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის კიევში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე და დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველთან პოლ მანაფორტთან კავშირებზეც.

იანუკოვიჩის განცხადებით, პოლ მანაფორტი არჩევნებისთვის რეგიონების პარტიის აპარატთან თანამშრომლობდა.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია თანხის რაოდენობაც, რომელიც მანაფორტის ფირმას ლობისტური მომსახურებისთვის გადაუხადეს.

 

დღის ამბები