16 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
ახალი ბირთვული რაკეტების შექმნის შესახებ პუტინის განცხადებებს ვაშინგტონში, ევროპასა და ნატოში უპასუხისმგებლო უწოდეს

უკვე მეორე დღეა, მოსკოვსა და დასავლეთში ურთიერთბრალდებები ისმის. ახალი ბირთვული რაკეტების შექმნის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაშინგტონში, ევროპასა და ნატო-ში უპასუხისმგებლოს და საერთაშორისო მოთამაშისთვის შეუსაბამოს უწოდებენ

ახალი სარაკეტო სისტემების ვიდეო პრეზენტაციით ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გარანტია მისცა. პენტაგონში კი აცხადებენ, რომ რუსეთის ლიდერის ტონი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა რუსეთის ლიდერი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა. უფრო კრიტიკული იყო სახელმწიფო დეპარტამენტი. ტილერსონის უწყებაში რუსეთს უპასუხისმგებლო მოთამაშე უწოდეს.

ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლები სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს და რაკეტების არსებობაში ეჭვიც შეიტანეს. თავად ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ სისტემები ნამდვილია და ერთი უკვე შეიარაღებაშიც აქვთ.

NBC ნიუსთან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა ცივი ომის დაწყება გამორიცხა, თუმცა დაადასტურა, რომ გამალებული შეიარაღების პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია და ამაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებებს მუქარად აფასებენ ნატო-შიც.

დღის ამბები