24 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
შეტაკებები კიევის ცენტრში - დაკავებულია 100-ზე მეტი აქტივისტი

შეტაკებები კიევის ცენტრში - არიან დაშავებულები. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის, რადას შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც კარვების ქალაქში სპეცრაზმი გამოჩნდა. სამართალდამცველები ანტისამთავრობო აქციის ადგილზე ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.

არეულობის დროს პოლიციამ ოპოზიციის 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა. არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ცნობით, სამედიცინო დახმარება 10 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის 6 დემონსტრანტს და 4 ძალოვანს.

კიევის პოლიციის მტკიცებით, კარვების ქალაქის ჩხრეკისას მათ 10-მდე ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

დღის ამბები