20 აპრილი 2024,   03:47
ვრცლად
ვაკეში „სამსუნგის“ ფილიალი გაქურდეს

ვაკეში, ჭავჭავაძეზე „სამსუნგის“ მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რა პროდუქცია წაიღეს მაღაზიიდან.

ვაკეში „სამსუნგის“ ფილიალის წარმომადგენლები „კურიერთან“ კომენტარს არ აკეთებენ.

„რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები