20 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სასამართლომ თვითმხილველი, 51-ე სკოლის მოსწავლე დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარემ 51-ე სკოლის მოსწავლე მოწმედ წარადგინა.

ბრალდების მხარის განცხადებით, მოსწავლის ჩვენება მნიშვნელოვანია, რადგან ის არის თვითმხილველი პირი. პროკურორის განცხადებით, მოწმის ჩვენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სიზუსტის დადასტურებას.

„მოწმემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები, რაც პროდუქტიული იყო მნიშვნელოვანწილად და რაც ხელს შეუწყობს ბრალდების მხარეს, რათა თავისი არგუმენტები დაამყაროს საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებზე“-ამბობს პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

სკოლის მოსწავლის ჩვენება მნიშვნელოვნად მიაჩნია დაცვის მხარესაც, ადვოკატების თქმით, 51-ე სკოლის მოსწავლე თვითმხილველია, იმ კონფლიქტის, რომელიც სკოლის საპირფარეშოში დაიწყო და ასევე იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზეც.

,,ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელიც იყო ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირი. მან ისაუბრა, როგორ დაიწყო ჩხუბი და როგორ დასრულდა ჩხუბი,“-ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

დღის ამბები