16 თებერვალი 2025,   13:46
ვრცლად
კახა დამენია "ბადაგონს" ღირსების შელახვას და ცილისწამებაში ადანაშაულებს

კახა დამენია ბადაგონის წინააღმდეგ - ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი კომპანიას ღირსების შელახვას და ცილისწამებაში ადანაშაულებს.

მისმა უფლებადამცველმა „ბადაგონის“ წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

„არასწორ კონტექსტში იყო კახა დამენიას სახელი და გვარი გაჟღერებული გიორგი სალაყაიას მხრიდან. თითქოს რაღაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია. პირდაპირ არიან დაინტერესებული ისინი კომპანიის ხელში ჩაგდებით, ნასამართლები არიან ასეთი ტიპის დანაშაულებისთვის. ასეთი ფრაზები გაჟღერდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ დავასაბუთოთ სასამართლო განხილვების ფორმატში რომ არავითარი შემხებლობა კახა დამენიას არ აქვს ბადაგონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან,“-განაცხადა კახა დამენიას ადვოკატმა ეკატერინე გეწაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ბადაგონის“ მფლობელის ბრალდებების ერთ-ერთი ადრესატი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი კახა დამენიაა.

დღის ამბები