25 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
2018 წლის ეროვნული გამოცდები - დღეიდან აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი 30 მარტს, საღამოს ექვს საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია იწყება ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისთვის. რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამოდენიმე ეტაპად ჩატარდება. მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნებათ.

„პირველი ეტაპის შემდეგ ისინი საგამოცდო ქალაქს ვერ შეცვლიან, მაგრამ ცვლილებები შეუძლიათ განახორციელონ უმაღლესი სასწავლებლის ჩამონათვალში. 15 მაისი შემდეგ მათ არ ექნებათ შესაძლებლობა შეცვალონ გამოცდის ენა.

"მესამე ეტაპი გასტანს სავარაუდოდ 15 აგვისტომდე. შეიძლება აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი შეიცვალოს, აქედან გამომდინარე, მინდა აბიტურიენტების გასაგონად ვთქვა, აუცილებლად მიადევნონ თვალი“-განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა.

დღის ამბები