
იტალიის ახალი მთავრობის ფორმირება შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კოალიცია, რომელშიც სილვიო ბერლუსკონის პარტიაც შედის, სავარაუდოდ ყველაზე მეტი მანდატის მოპოვებას შეძლებს, თუმცა ევროსკეპტიკოსმა "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ" ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ორივე პოლიტიკურ ძალას მთავრობის ფორმირებაზე პრეტენზია აქვს და აცხადებს, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციებისთვის მზადაა.
ბოლო მონაცემით, „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობამ ხმების 32 პროცენტი მოაგროვა. ლიგას კი ამომრჩეველთა 17 პროცენტი მიემხრო, რაც შეეხება მმართველ პარტიას, ის მესამე ადგილზე გავიდა.