24 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი ლენინს შეადარა, რომელიც მკვდარია, მაგრამ მისი მაინც სჯერათ

შეხვედრა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის  დირექტორი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პრეს-მდივანი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ეროვნული თავმჯდომარე ესწრებოდნენ პარლამენტში განხილვის თემა გახდა. „ევროპული საქართველოს" მტკიცებით არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეები მსჯელობდნენ როგორ უნდა დაემტკიცებინათ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, ზაზა შათირიშვილი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბორდის რიგებს ”ქართული ოცნება” მისი კადრებით შეავსებს და ამით საზოგადოებრივი მაუწყებელს კონტროლს ხელში ჩაიგდებს.

ოპოზიციის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ლენინს შეადარა, რომელიც ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი მაინც სჯერათ. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტი ახლა მკვდრის გაცოცხლებას ცდილობს.

ფარულ შეხვედრას გამოეხმაურა მესამე სექტორიც, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი მასშტაბური სკანდალის შემდეგ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირები გადადგებოდნენ.

თავად კონკურსის მონაწილეები პროცესების გამჭვირვალობასა და ობიექტურობაზე პასუხისმგებლობას სპეციალურ შესარჩევ 9-კაციან კომისიას აკისრებენ. მათი განცხადებით, არაერთი კითხვისა და ეჭვის პირობებში, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევის პროცესი არხისა და პარლამენტისთვის ტესტი იქნება.

დღის ამბები