18 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე - "კურიერმა" ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება მოიპოვა

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმეების დაკითხვა დაიწყო. 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის დეტალები დღეს სასამართლოს დახურულ სხდომაზე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა აღწერა. "კურიერის" ინფორმაციით, მხარეებმა მოსამართლის თანდასწრებით 51-ე სკოლის ის მოსწავლე გამოკითხეს, რომელიც არასრულწლოვნების დაპირისპირების მონაწილე იყო.

სხდომაზე მოწმემ აღწერა, სკოლის საპირფარეშოში როგორ და რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი მოსწავლეებს შორის, რომელიც შემდგომ გარეთ გაგრძელდა. მოწმე ყვება, რომ პირველ დეკემბერს სასწავლო პროცესის დროს მე-11 კლასის მოსწავლეები მას საპირფარეშოში შესვლას სთხოვდნენ. შესვლის შემდეგ მას ეხუმრებოდნენ, რის შემდეგაც დაიწყო კონფლიქტი. ამ მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი იარაღსაც ფლობდა. მოწმის ჩვენების მიხედვით მას მე-11 კლასის მოსწავლეებმა პნევმატური იარაღი დაუმიზნეს, რასაც მისი საპასუხო რეაქცია და პროტესტიო მოჰყვა. დაძაბული საუბარი მეორე სართულზე გაგრძელდა, თუმცა მანდატურის ჩარევის შემდეგ მხარეები დაიშალნენ.

მოწმე, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, საპირფარეშოში მეგობართან ერთად შევიდა. ისიც არასრულწლოვანი და 51-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. მისი ჩვენება ადასტურებს, რომ საპირფარეშოში მყოფმა არასრულწლოვანმა, იარაღიდან გაისროლა.

დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებაზე, საქმის პროკურორი ამბობს, რომ მოზარდის ნაამბობით ბრალდების მხარის არგუმენტები გამყარდება.

დღის ამბები