24 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
ტატუნაშვილის გადმოსვენების თარიღი რუსეთის საპატრიარქომ პირად საუბარში დააკონკრეტა - მამა კახაბერი საპატრიარქოს განცხადებას განმარტავს

"ეს უახლოესი დრო, როგორც მერე რუსეთის საპატრიარქოდან პირად საუბარში დააკონკრეტეს და გვითხრეს, იქნება ორი დღე," - ეს განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა, რუსეთის საპატრიარქოს წერილის  გადმოგზავნის შემდეგ გააკეთა.

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი რუსეთის საპატრიარქოს წერილს ეხმაურება და განმარტავს, რომ არჩილ ტატუნაშვილს, სავარაუდოდ, ორ დღეში გადმოასვენებენ.

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აღნიშნავს, რომ ტატუნაშვილის გადმოსვენების სავარაუდო დრო რუსეთის საპატრიარქომ მათთან საუბარში დაასახელა.

„ცხედარი ამჟამად არის ექსპერტიზაზე და ექსპერტიზა მორჩება თუ არა, უახლოეს დროში გადმოსვენებული იქნება საქართველოში მისი ცხედარი,“ - განაცხადა მამა კახაბერმა.

რუსეთის საპატრიარქომ ილია მეორეს წერილს უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის მონაცემების მიღების შემდეგ დეფაქტო ხელისუფლება ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადასცემს.

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს კირილს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში დახმარება 2 მარტს გაგზავნილ წერილში სთხოვა.

მე-12 დღეა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები