16 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
"ყველაფერი შეიძლება დასრულდეს არაფრით, ან ჩვენ გავაფორმებთ უდიდეს შეთანხმებას"-ტრამპი კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება წარმატებული იქნება. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პენსილვანიაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. "ყველაფერი შეიძლება დასრულდეს არაფრით, ან ჩვენ დავჯდებით და გავაფორმებთ უდიდეს შეთანხმებას მთელი მსოფლიოსთვის,"- განაცხადა ტრამპმა. შეერთებული შტატებისა და ჩრდილო კორეის ლიდერები ერთმანეთს, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს შეხვდებიან. მხარეები ფხენიანის მიერ ბირთვულ ცდებზე უარის თქმის საკითხს განიხილავენ.

დღის ამბები