01 დეკემბერი 2023,   14:42
ვრცლად
დაკავების ოპერაცია ჭავჭავაძის გამზირზე

სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე. რუსეთის ყოფილი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი სიჩქარით მომავალი მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელმაც რამდენჯერმე ავარიული სიტუაცია შექმნა, საპატრულო პოლიციამ გააჩერა. მანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკულ საშუალება იპოვეს, რის გამოც მანქანაში მყოფი სამი ახალგაზრდა ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის სამსახურში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც. 

დღის ამბები