25 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
ვერაზე მოკლული მამაკაცი ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია - ახალი დეტალები მკვლელობის საქმეზე

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 

მეზობლების ინფორმაციით ხატოევი სახლში მარტო ცხოვრობდა, თუმცა მკვლელობის დღეს მასთან სტუმრად დისშვილი იმყოფებოდა.

„ვიღაცამ თქვა გვერდით ოთახში დისშვილს ეძინაო. ხოდა დისშვილმა ვერ გაიგო ვერაფერი,“-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ მათ ხმაურის და სროლის ხმა არ გაუგიათ.

გოგი ხატოევი საკუთარ სახლში მოკლული გამთენიისას იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.  გოგი ხატოევი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იყო. 

დღის ამბები