19 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტის "კოჩო გოგიას" მკვლელობისთვის სამართალდამცავები შუა ხნის მამაკაცს ეძებენ

ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან. სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს მოკლული გოგი ხატოევის მეზობლები. ამ ეტაპზე დამატებით განმარტებებს შსს არ აკეთებს, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, გამოძიებას ეჭვმიტანილი ჰყავს და შუახნის მამაკაცს ეძებს.

ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „კოჩო გოგია“ მისსავე სახლში მოკლული დილით იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით გოგი ხატოევი სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი ცხედარი დილით მისმა დისშვილმა იპოვა. ადგილზე სამარტალდამცავები დაახლოებით 11:00 საათზე მივიდნენ. მეზობლები ამბობენ  იმასაც, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა საქმეში მაყუჩიანი იარაღი ფიგურირებს.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით განიხილება ორი ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით მიზეზი შურისძიება გახდა. თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს „კოჩო გოგიას“ საკმაოდ დიდი ოდენობის ვალი ჰქონდა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.

სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები