25 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
ზაზა შათირიშვილი იქნება ღირსეული კანდიდატი - ვასილ მაღლაფერიძე ბორდის წევრობის კანდიდატებზე

„ზაზაც მგონია, რომ იქნება ნამდვილად ღირსეული კანდიდატი,“ - ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატების შეფასებისას გააკეთა.

შათირიშვილმა გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ ის მეგობრობს ვასილ მაღლაფერიძესთან, თუმცა, მისი თქმით, ბორდის წევრად არჩევის შემთხვევაში, ნაცნობობა და მეგობრობა ხელს არ შეუშლის.

შათირიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს.

„ზაზაც მგონია, რომ იქნება ნამდვილად ღირსეული კანდიდატი, ეს ერთი. მეორე, მინდა, გითხრათ და გაითვალისწინოთ, რომ მეგობრობა, რასაც თქვენ გულისხმობთ, ადამიანებს ხელს არ უშლის. ადამიანებს ხელს უშლის, როდესაც არც მეგობრობის გაგება აქვთ სიღრმისეულად და არც ზოგადად, განათლება არა აქვთ და არც ცოდნა არა აქვთ და შეუძლიათ, ყველა სისულელეზე შემდეგ კითხვებით გააგრძელონ,“ - განაცხადა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იმ ჟურნალისტებს აკრიტიკებს, რომლებმაც ზაზა შათირიშვილის საკითხი წინ წამოსწიეს.

„მე მგონია, რომ დიდი სირცხვილი, მათ შორის, ქართველი ჟურნალისტების, ვინც გაიმეორა, რომლებმაც ფოტოს კომენტირება დაიწყეს. საქართველოში, სადაც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ნახევარი ერთმანეთის ნათესავია, ნახევარი მეგობარია,“ - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, არ უნდა მიმდინარეობდეს იმის გარჩევა, ვინ ვისი მეგობარი ან ნაცნობია.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მეგობრებს, სულ ყველას შეეწევა ჩემი მეგობრობა, როგორც მე მეწევა მათი მეგობრობა... თქვენ რა გინდათ მითხრათ, რომ ზაზა შათირიშვილის მთელი მისი საქმიანობა არის, რომ ჩემი მეგობარია? მე ჩამოგითვალოთ, შეიძლება ვიღაც კიდევ არის ჩემი მეგობარი, მათ შორის, ამ კომისიაში ან წევრებს შორის, მერე რა იცვლება ამით? ან ვიღაცის მეგობარია, მერე რა? ჩვენ შევდივართ ამის განხილვაში?“ - განაცხადა მაღლაფერიძემ. 

საპარლამენტო უმცირესობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შათირიშვილს მმართველი გუნდი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე,  ლობირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები