19 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
დონალდ ტრამპი რუსი აგენტის მოწამვლის ფაქტზე ბრიტანეთის დასკვნას ეთანხმება

დონალდ ტრამპი რუსი აგენტის მოწამვლის ფაქტზე ბრიტანეთის დასკვნას ეთანხმება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის როლზე მეტყველებს ის მტკიცებულებები, რომლებიც ოფიციალურ ლონდონს აქვს.

დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს გერმანიაც.

ანგელა მერკელის გუნდში აცხადებენ, რომ, თუ რუსეთი აგენტის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთთან არ ითანამშრომლებს, დასავლეთის რეაქცია ერთიანი და შედეგი მკაცრი იქნება.

თავად რუსეთი კი ტერეზა მეის ულტიმატუმს არ იღებს და სკრიპალის საქმესთან კავშირს გამორიცხავს.

სერგეი ლავროვმა დღეს ბრიტანეთს ქიმიური იარაღის კონტროლის შესახებ კონცენციით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა.

ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთს ახსნა-განმარტებისთვის ღამის 12 საათმდე მისცა ვადა, როგორ მოხვდა დიდ ბრიტანეთში რუსული წარმოების ქიმიური გაზი ნოვიჩოკი, რომლითაც ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი მოწამლეს.

ნოვიჩოკი, რომელიც ნერვული სისტემის სრულ პარალიზებას იწვევს, საბჭოთა კავშირმა 1980-იან წლებში შექმნა და მისი არსებობა წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.


დღის ამბები