25 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
პატიმრობაში მყოფი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ოჯახი საქმის პროკურორს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს

პატიმრობაში მყოფი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ოჯახი საქმის პროკურორს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ზურაბ ნეფარიძის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ პროკურორი ბექა ეჟიშვილი ყოფილ დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრება. ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება სწორედ ამ ფორმით გეგმავს ნეფარიძისგან სასურველი ჩვენების მოპოვებას და ბრალის აღიარებას. ისნის ყოფილი მაჟორიტარი ქრთამის აღებაშია ბრალდებული. სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს, მანამდე კი ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფს საპატიმროში მოინახულებს.

დღის ამბები