19 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღიდან გავარდნილ შემთხვევით ტყვიას, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

გლდანში, უბედურ შემთხვევას 26 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

გასროლა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა. ახალგაზრდა, რომელიც შემთხვევას ემსხვერპლა, სტუმრად იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები