17 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
სპეცოპერაცია ისანში - სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს 

სპეცოპერაცია თბილისში - სამართალდამცველებმა ისანში, სავაჭრო ცენტრს "ისთ ფოინთთან" რამდენიმე პირი დააკავეს. 

სპეცოპერაცია, დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩატარდა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ სამართალდამცავებმა რამდენიმე ავტომობილი გააჩერეს და მასში მსხდომი რამდენიმე მამაკაცი დააკავეს. 

სპეცოპერაციის ჩატარებას შსს-ში ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

უწყებაში ამბობენ, რომ განცხადება ხვალ გაკეთდება. 

დღის ამბები