20 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
ისანში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა

ისანში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ძმებისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.  

დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა. მისი ინფორმაციით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

ადვოკატის, ირინა საღირაძის თქმით, დაკავებული კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში არ იმყოფება.

დაკავებულ არმაის გრიგორიანის მეუღლე, ხათუნა ფაცაცია ამბობს, რომ მისი ქმარი ტაძარში მსახურობდა, მრევლი იყო.

დღის ამბები