25 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
ორმაგი სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმებიდან ერთ-ერთი კრიმინალური სამყაროს გავლენიანი წევრია - დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ

თბილისში, ორმაგი სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმებიდან ერთ-ერთი კრიმინალური სამყაროს გავლენიანი წევრია. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი იგივე ”მაისა” წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ტუბზონის ყოფილ მაყურებელსა და მის ძმას გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქისთვის თანხის გამოძალვას ედავება.

გრიგორიანები გუშინ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ორივე ძმა ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.

საქმის მასალების მიხედვით, არმაის და რუბენ გრიგორიანები ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულ ხელოსანს 10 000 დოლარს სძალავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოქალაქეს კრიმინალურ სამყაროში საკუთარი გავლენებითაც აშანტაჟებდნენ.

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ძმების კავშირს მათი ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს ბრალდებებს კი აბსურდულს უწოდებს. ოჯახი აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ეკლესიაში მედავითნე იყო.

ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა არმაის გრიგორიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2 წლის წინ ამინისტიის შედეგად დატოვა. ის სასჯელს 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. გრიგორიანი საკუტარ გავლენებზე კრიმინალურ სამყაროში ჯერ კიდვ 2014 წელს გასაჯაროვებულ ფარულ ჩანაწერებში საუბრობდა.

მეზობლების ნაწილი ადასტურებს, რომ ის კრიმინალურ სამყაროში გავლენით ამ დრომდე სარგებლობს.

გრიგორიანების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინიტრო გამოძიებას დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის მუცლით აგრძელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტსა და მის ძმას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

დღის ამბები