25 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
დანგრეული აივნები, დაზიანებული ფასადები - ასე გამოიყურება დღეს სიღნაღი

დანგრეული აივნები, საღებავისგან გაქერცლილი კედლები, დაზიანებული ფასადები - ასე გამოიყურება დღეს სიღნაღი. სიყვარულის ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა.

ადგილობრივები ტურისტული ნაკადის შემცირებასაც უჩივიან, რადგან დაზიანებული ინფრასტრუქტურა მათთვის მიმზიდველი აღარ არის. სიღნაღელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ისტორიული შენობების, სახელმწიფო და კერძო ობიექტების რეაბილიტაციის პროექტი სიღნაღში წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, რისთვისაც, თავდაპირველად, 22 მილიონი ლარი დაიხარჯა. ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები აცხადებენ, რომ სიღნაღში მათ მიერ დაწყებული პროექტი, მოქმედმა ხელისუფლებამ აღარ გააგრძელა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ფასადების შეკეთების პროექტი მზად არის. მერი ამტკიცებს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება სიღნაღის იერსახის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

ავტორები: ია გულიაშვილი, ნათია ჟამერაშვილი.

 

 

დღის ამბები