19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
ზაზა შათირიშვილი, ია მამალაძე და მალხაზ ასლამაზაშვილი - უმრავლესობამ სამეურვეო საბჭოსთვის კანდიდატები შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად უმრავლესობა 3 კანდიდატურას წარადგენს.

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, თქმით, კანდიდატურებს შორის არის ზაზა შათირიშვილი, რომელიც ტელევიზიის ხელმძღვანელის და სამთავრობო გუნდის საიდუმლო მოლაპარაკების გამო, დაპირისპირების მიზეზად იქცა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ერთი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში წევრების კანდიდატურებთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო სესიაზე წარვადგინოთ სამი კანდიდატი უმრავლესობის კვოტით. ესენი არიან: მალხაზ ასლამაზაშვილი, ქალბატონი ია მამალაძე და ბატონი ზაზა შათირიშვილი. იყო საინტერესო მსჯელობა ფრაქციის თავმჯდომარეებთან, მათ შორის, ერთ-ერთ კანდიდატურაზე, რომელიც არის ქალბატონი დოდო შონავა. ვიცით, რომ ეს არის პროფესიონალი ადამიანი და საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს კომისიის მხრიდან, თუმცა, საბოლოო ჯამში, უმრავლესობა ამ სამ კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, უმცირესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები