16 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
წერილი ჯარისკაცებს - ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოდან ბავშვების წერილები მიიღეს

წერილი ჯარისკაცებს - ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოდან ბავშვების წერილები მიიღეს.

ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს პატარებმა წარმატება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და ქაბულში დისლოცირებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ბავშვებს საპასუხო წერილებიც გამოუგზავნეს.

რამდენიმე სამინისტროს ერთობლივი პროექტი წერილები ჯარისკაცებს 2012 წლიდან დაიწყო. საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სწერენ და საპასუხო წერილებსაც იღებენ.

პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

დღის ამბები