23 აპრილი 2024,   11:09
ვრცლად
ადგილობრივი ძალები არ ჰყოფნიდათ ხალხის დასახმარებლად, ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო - თვითმხილველი გუდაურში მომხდარ ფაქტზე

„მივდიოდი, რომ მეორედ გავსულიყავი საბაგიროზე და დავინახე, რომ უკან დაიწყო ტრიალი. ზუსტად იმ დროს მივუახლოვდი, სიჩქარე რომ აკრიფა და ხალხის გადმოყრა დაიწყო,“ - ასე იხსენებს ტურისტი გუდაურში მომხდარ ინცინდენტს.

ტურისტის თქმით, ის საბაგიროზე ასვლას აპირებდა, როდესაც საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა.

„ისე გამოვიდა, რომ კამერა არ იყო გამორთული და ავტომატურად ყველაფერი გადაიღო. როგორც კი საბაგირო გაჩერდა, ადამიანის დასახმარებლად მივედი, რომელიც სავარძლის ქვეშ იყო მოყოლილი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი,“ - ეს განცხადება ტურისტმა გააკეთა.

ტურისტები ამბობენ, რომ უსაფრთხოების კუთხით ბევრი რამ არის გამოსასწორებელი გუდაურში, მათ შორის, ტრასების აღნიშვნა.

„ადგილობრივი ძალები არ ჰყოფნიდათ ხალხის დასახმარებლად, ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო. ვფიქრობ, რომ იმ ორ საათში შეიძლებოდა, თბილისიდან ჩამოეყვანათ ვერტმფრენებით ან მანქანებით სპეცსამსახურები და ხალხს დახმარებოდნენ. სიმართლე გითხრათ, ეჭვქვეშ დადგა აქ ჩამოსვლის სურვილი... უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვები არსებობს. დიდი ხანია, იქცევს ყურადღებას, რომ ძალიან ცუდადაა აღნიშნული ტრასა, რაც ნისლის დროს განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის. გაუგებარია, რას აკეთებენ აქ პოლიციელებიც, უბრალოდ, სრიალებენ და ისვენებენ,“ - აღნიშნა დამსვენებელმა.

გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. გამოძიება და საერთაშორის ექსპერტები აღნიშნულ შემთხვევას გამოიძიებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები