24 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
ნიკა მელიამ ენმ-ის ინიციატივა პენსიის 400 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით, საგარეჯოელებს გააცნო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა პენსიის 400 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნო.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 400 ლარი გახდება, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებითა და სწრაფი ეკონომიკური ზრდითაა შესაძლებელი.

„ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი, პირველსავე წელს გახდება 300 ლარი და ამ ყველაფრის შესახებ ვესაუბრებით, კონკრეტული ციფრებითა და რიცხვებით. ენმ არის ის გუნდი, რომელსაც 11-ჯერ აქვს პენსია მომატებული,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები