24 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
საპროტესტო აქცია მოსამართლე ნათია გუდაძის წინააღმდეგ - ქუთელიას ახლობლები და ოჯახის წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

საპროტესტო აქცია მოსამართლე ნათია გუდაძის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოს ეზოში მსჯავრდებულ ზურაბ ქუთელიას ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

ქუთელიას გამოძიება პაროდისტ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ დავით როსტომაშვილზე ყაჩაღურ თავდასხმაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ზურაბ ქუთელიას 7-წლიანი ვერდიქტი მტკიცებულებების გარეშე გამოუტანა.

ქუთელიას ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით გეგმავენ. ისინი მოსამართლე ნათია გუდაძის წინააღმდეგ სარჩელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიტანენ.

დღის ამბები