19 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
რუსეთიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევების მიუხედავად, სკრიაპალის საქმეზე ოფიციალური ლონდონის პოზიცია არ შეცვლილა

რუსეთიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევება სკრიპალის საქმეზე ოფიციალური ლონდონის პოზიციას არ ცვლის. საგარეო უწყების შემდეგ ანალოგიური შინაარსის განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

ტერეზა მეიმ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კვლავ რუსეთს დააკისრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვის საპასუხო ზომები მოსალოდნელი იყო.

პრემიერის თქმით, კრემლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებით რეაგირებას უახლოეს დღეებში მოახდენენ.

ლონდონის ბრალდებების საპასუხოდ, ოფიციალურმა მოსკოვმა 23 ბრიტანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

საელჩოს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორია ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ. ლავროვის უწყების გადაწყვეტილებითვე, პეტერბურგში ბრიტანეთის საკონსულო და ბრიტანული საბჭოც დაიხურება.

დღის ამბები