18 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
ბრიტანეთის პოლიციას ქვეყანაში მცხოვრები რუსი მოქალაქეების უსაფრთხოება აღელვებს

სოლსბერის ქიმიური თავდასხმისა და ლონდონში რუსი ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ, ბრიტანეთის პოლიციას ქვეყანაში მცხოვრები რუსი მოქალაქეების უსაფრთხოება აღელვებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველები ამ საკითხის განსახილველად უკვე დაუკავშირდნენ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც ბრიტანეთში თავშესაფარი აქვთ მიღებული.

ძალოვანი უწყებების შეფასებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ადამიანების სიცოცხლეს უფრო მეტი საფრთხე ემუქრება.

გამოძიება ამ ეტაპზე ბორის ბერეზოვსკის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის მკვლელობასა და რუსი აგენტის მოსწავლის საქმეებს ერთმანეთს არ უკავშირებს. 

დღის ამბები