ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო.
კვლევითი პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ტარდება.
სამუშაოების პირველივე ეტაპზე გამოჩნდა, რომ ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსი არსებობდა.
არქეოლოგიური კვლევის პროცესი 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გაეცნო.