20 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
ახალი დაპირისპირება ეკლესიაში - მღვდელმთავრები ერთმანეთს პოლიტიკური ღირებულებების გამო აკრიტიკებენ

ეკლესიაში ახალი დიდი დაპირისპირება დაიწყო. ამჯერად მღვდელმთავრები ერთმანეთს ამბიონიდან, პოლიტიკური ღირებულებების გამო, აკრიტიკებენ.

მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას ამბიონიდან გალანძღა ყველა, ვინც დასავლურ ღირებულებებს ქადაგებს.

უკვე ექვსი თვეა, ბრიუსელსა და ვაშინგტონში წმინდა სინოდის გავლენიანი მღვდელმთავრები ჩადიან, დასავლელ ლიდერებს ხვდებიან და საჯარო განცხადებებში ამბობენ, რომ ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის უალტერნატივო არჩევანია.

საპატრიარქოდან კურიერის წყარო ამბობს, რომ სხალთელი მღვდელმთავრის ამ სიტყვების ადრესატი პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, იყო.  

მეუფე სპირიდონის ქადაგებამ სინოდის წევრები გააღიზიანა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ყველას, ვისაც რუსული ნოსტალგია ჯერ არ განელებია, ამბროსი ხელაიას სიტყვები გაახსენა, რომელმაც რუსეთს ოკუპანტი უწოდა.

საპატრიარქოში ახლა ტემპერატურა მაღლა იწევს, დაპირისპირება იმდენად ღვივდება, რომ ყველა სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევას ელოდება.

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ტარას შავშიშვილი ამბობს, რომ სინოდის წევრებს შორის ომი იდეალებისთვის, პოლიტიკურ ინტრიგებზე გადის, რის გამოც, პატრიარქი ვალდებულია, კონკრეტული სანქციებით გადაწყვეტილება მიიღოს.

თუმცა, რას იტყვის და მოიმოქმედებს პატრიარქი, ჯერ უცნობია. ასევე, არც პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს პოზიცია ჯერ ღიად არ გამოუთქვამს.

დღის ამბები