14 თებერვალი 2025,   22:30
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია რუსთავი2-ზე გათამაშებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია რუსთავი2-ზე სამშაბათიდან გათამაშებას იწყებს. მაყურებელს კვირაში ორჯერ ეძლევა შანსი, ჯეკპოტი მოიგოს.

ლატარიის კომპანიამ საქმიანობის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა. თბილისი გალერეაში გრანდიოზული შოუ გაიმართა.  შოუს მთავარი წამყვანები თიკა ფაცაცია და ილო ბეროშვილი იყვნენ. ისინი კვირაში ორჯერ, რუსთავი2-ის პირდაპირი ეთერით იღბლიან გამარჯვებულებს გამოავლენენ.

საქართველოს ეროვნულ ლატარიაში აქცენტს ბილეთების დაცულობასა და უსაფრთხოების მღალ ხარისხზე აკეთებენ.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ინიციატივით, თითოეული გაყიდული ბილეთიდან გარკვეული თანხა სოციალური პროექტების მხარდაჭერას მოხმარდება.

 

 

 

 

დღის ამბები