19 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებ გრიგორიანებს პატიმრობა მიესაჯათ

არმაიზ გრიგორიანი და მისი ძმა თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამით მიიღო. გრიგორიანებს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ. ბრალდების მტკიცებით, საქმეში მოწმეთა ჩვენებებთან ერთად დანაშაულის დამადასტურებელი წერილობით მტკიცებულებებიც არსებობს.

„გვაქვს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, რომელიც რამდენჯერმე გამოიკითხა  და კატეგორიულად ადასტურებს, რომ ძმები გრიგორიანები სძალავდნენ ფულს . გარდა ამისა გვაქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალები, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საკმაოდ მოცულობითია. აგრეთვე საქმეში არსებობს სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები,“-განაცხადა პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა.

დაცვის მხარე პროცესზე გრიგორიანების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. 

დღის ამბები