20 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქების ოპოჩ-ნოსა და კონს-კიეს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. დაშავდა 5 ადამიანი, ყველა მათგანი ასევე საქართველოს მოქალაქეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები კონსულმა მოინახულა. წინასწარი ინფორმაციით ”ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. დღეიდან განახლდება იურიდიული სამუშაოები, რის შემდეგაც გარდაცვლილი მამაკაცების სამშობლოში გადმოსვენების პროცედურა დაიწყება.

"დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში, ისინი მე მოვინახულე პირადად, მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება გარდაცვლილების ოჯახებს, მათ უკვე ეცნობათ აღნიშნულის შესახებ და მათთან ყოველწამიერი კომუნიკაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია შესაბამისი ორგანოების მიერ გარკვეული პროცედურების ჩატარება,“-განაცხადა საქართველოს კონსულმა პოლონეთში თეიმურაზ ფურცელაძემ.

დღის ამბები