19 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
"Oak Hill"-ის პირველი ვიზიტი - ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს მეექვსე ფლოტის ხომალდი შემოვიდა

"Oak Hill"-ის პირველი ვიზიტი საქართველოში. ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ხომალდზე ოფიციალური მიღება გაიმართა.

ხომალდის ვიზიტის მიზანი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და სიმბოლო აშშ-ს მხარდაჭერისა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს უდიდესი გემი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს ძალების მობილიზება მთელს მსოფლიოში. მიხარია, რომ საქართველოში ყოფნის ბოლო კვირას საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო ამ ღონისძიებაში,”-განაცხადა აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.

ხომალდის ეკიპაჟში 700-მდე წევრია. აქედან 330 მეზღვაური, დანარჩენი კი სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომელთა 30 პროცენტსაც ქალები შეადგენენ.

„ჩვენ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას და ასევე მრავალეროვნულ წვრთნებს,“-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღის ამბები