30 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ტატუნაშვილის ცხედარი შესაძლოა, დღეს გადმოასვენენონ - ჟურნალისტები ერგნეთში ე.წ. საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ ცხედარს, სავარაუდოდ, ოჯახს დღეს დაუბრუნებენ.

ამ წუთებში ჟურნალისტები ერგნეთში ე.წ. საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან, საიდანაც ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცი უნდა გადმოასვენონ.

ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.

წითელი ჯვარიც აქტიურად არის ჩართული ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში, თუმცა, ადგილზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ჯერ არ მისულან.

როგორც ცნობილია, ცხედრის გადმოცემის პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელები და შსს-ის თანამშრომლები დაესწრებიან.

ოფიციალური პირები ადგილზე ჯერჯერობით არ გამოჩენილან.

ამავე თემაზე
დღის ამბები