25 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
ხმაური ციხისძირში - ენმ-ის წევრებმა ხეების გაჩეხვა გააპროტესტეს 

ხმაური ციხისძირში - ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე ხის გადატანის გამო, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ხეების გაჩეხვა  ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს. ადგილზე დეპუტატი თინა ბოკუჩავა ჩავიდა.

„იჭრება ათობით ნებისმიერი ჯანსაღი ხე, რომელიც ამ გადატანას უშლის ხელს. ეს ხდება მთელ აჭარაში, ეს ხდება არა მარტო ციხის ძირში. თბილისიდან რომ წამოხვიდეთ, აჭარისკენ ნახავთ, რომ ათობით ასეთი ადგილია, საიდანაც ივანიშვილი თხრის და იტაცებს ამ ხეებს და მიარბენინებს თავის ეზოში იმიტომ, რომ არანაირი დენდროლოგიურო პარკის გაშენებას ეს ადამიანი არ აპირებს,“ - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ფირმა, რომელიც ხეების გადატანას ახორციელებს, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატის - ვაჟა შავიშვილის, ძმას ეკუთვნის, რომელიც აცხადებს, რომ ასწლოვანი ხეები მაგისტრალზე უსაფრთხოების მიზნით გაიჩეხა და ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანა არაფერ შუაშია.

დღის ამბები