20 აპრილი 2024,   01:42
ვრცლად
"შეკვეთილი მკვლელობაა" - ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის ახლობლები

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობა შეკვეთილი იყო - ამის შესახებ მოკლულის ახლობლები საუბრობენ. მათი თქმით, ბიზნესმენს კონფლიქტი არ ჰქონია. გავრცელებული ინფორმაციით, ის 30 წლამდე მამაკაცმა მოკლა.

„არანაირი ყოფითი კონფლიქტი ამ ადამიანს არ ჰქონია. იშვიათი ადამიანი იყო თავისი ხასიათით, სიკეთით, სიმშვიდით, უკონფლიქტო პიროვნება. მოდის ადამიანი და შვიდ ტყვიას ესვრის. შეკვეთილი მკვლელობაა. ახალგაზრდა ბიჭი იყო. თვითმხილველები არიან. კამერებსაც, სავარაუდოდ, დაფიქსირებული ჰყავს“,- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მოკლულის ახლობლები დაკითხვაზე იმყოფებიან. მისი მეგობრების თქმით, ბიზნესმენს მაღაზიები ჰქონდა.

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საკუთარ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს. მას 7 ტყვია ესროლეს. დაჭრილია ოჯახის ახლობელი ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოკლულის საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი გადაკეტილია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე პროკურორიც მივიდა. ზვიად ფხაკაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.

მოკლული ბიზნესმენის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები