18 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
"გვარამიასი და გაბუნიასი ეშინია გახარიას და შოთაძეს და ისინი ასრულებენ პირდაპირ დაკვეთას," - სადღობელაშვილის ადვოკატი

"რუსთავის 2"-ის თანამშრომლებზე თავდასხმის მონაწილეებს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. არ არის გამორიცხული, ლადო სადღობელაშვილისა და კიდევ 4 პირის წინააღმდეგ ბრალდების მხარემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვოს.

"ჩემი შუამდგომლობა იქნება რომ პატიმრობა საერთოდ არ იქნეს გამოყენებული და არც არანაირი აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე იმიტომ, რომ ეს იყო სიტყვის თავისუფლების და კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია. ვფიქრობ გვარამიასი და გაბუნიასი ეშინია გახარიას და შოთაძეს და ისინი ასრულებენ პირდაპირ დაკვეთას," - აცხადებს ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი. 

სანდრო ბრეგაძე კი, რომელმაც საავადმყოფოში საკუთარი სურვილით რამდენიმე საათი გაატარა, სამედიცინო დაწესებულებიდან პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გვიან ღამით გადაიყვანეს. ის ამბობს, რომ დაპირისპირების დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

ე.წ. "ქართული მარშის" წევრები 2 დღის წინ ჯერ დაკითხეს, შემდეგ დააკავეს.

დღის ამბები