20 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
ეს არის „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიერ დაკვეთილი წარმოება - "ქართული მარშის" დაკავებული აქტივისტების ადვოკატი

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმისათვის დაკავებულ 5 პირისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. ბრალს ადვოკატების თანდასწრებით უყენებენ.  

ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს.

„ქართული მარშის“ დაკავებული აქტივისტების ადვოკატი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ცირა ჯავახიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული მარშის“ წევრებს ძალადობა არ განუხორციელებიათ.

„არ ველოდებოდი, რომ 239-ე მუხლით დაიწყებდნენ სისხლის სამართლებრივ დევნას, მაშინ, როცა ადმინისტრაციული წარმოება ჰქონდათ დაწყებული. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განიხილა მათი სამართალდარღვევის საკითხი და ამ დროს უცებ, რატომღაც საქმის მწარმებელმა ორგანომ გადაიფიქრა, განაცხადა, რომ უტვინოები ვართ, შეგვეშალა. სინამდვილეში გვარამია იყო უკმაყოფილო იმით, რომ ეს პირები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემულნი და დაიწყეს სისხლის სამართლის დევნა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წარმოება „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიერ დაკვეთილი წარმოებაა“,- განაცხადა „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები