24 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
თავდასხმა მაღალჩინოსნებზე ეგვიპტეში - ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა აფეთქდა

თავდასხმა მაღალჩინოსნებზე ეგვიპტეში - ალექსანდრიის ცენტრში დანაღმული მანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც გზაზე ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის კონვოი გამოჩნდა.

შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია. კიდევ 4 სამართალდამცველი სხვადსხვა ტრავმით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

მაღალჩინოსანი უვნებელი გადარჩა და განაცხადა, რომ აფეთქების ორგანიზატორების მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარების დესტაბილიზაცია იყო.

არჩევნების პირველი ტური ეგვიპტეში 26 მარტს გაიმართება.

დღის ამბები