20 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
ჩვენ არ ვმანიპულირებთ მოწმეებზე - თბილისის პროკურორის ექსკლუზიური ინტერვიუ მოზარდების მკვლელობაზე

„არცერთ მოწმეს, სასამართლოში აქამდე დაკითხულ მოწმეს არსებითად შეცვლილი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მოუწოდებია," - ეს განცხადება თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ, შაბათის კურიერისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარე მოწმეებზე არ მანიპულირებს და მათ ჩვენება არ შეუცვლიათ.

„ჩვენ არ ვმანიპულირებთ მოწმეებზე, არც გამოძიებაში, არც სასამართლოში. მოწმე თავად წყვეტს, რა ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, რა ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს," - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება, რომ დანა აღნიშნულ შემთხვევის დროს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორმა პირმა გამოიყენა, ვინც დღეს ბრალდებულები არიან.

მალხაზ კაპანაძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე, რის ფარგლებშიც დაკითხულია ჩხუბში მონაწილე მოზარდების ბაბუა, ბორის კაკუბავა.

შეგახსენებთ, რომ მან კურიერთან მოსწავლეებს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა, რის შემდეგაც, როგორც მალხაზ კაპანაძე ამბობს, ის სამართალდამცავებმა დაკითხეს. 

თბილისის პროკურორის თქმით, ხშირად ტრაგედიით მანიპულირება ხდება. 

"არ არსებობს არგუმენტი და მტკიცებულება, რომ საქმეს რამე დააკლდა. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ტრაგედიით, დაზარალებულებით, მათი მდგომარეობით სარგებლობას სხვადასხვა ადამიანის მიერ და სხვადასხვა მიზნისთვის,“ - განაცხადა მალხაზ კაპანაძემ. 

 

 

დღის ამბები